- ვოვლო ქარ საქართველოს მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი.
- უსაფრთხოებითა და ეკომეგობრული ბიზნესმოდელით გამორჩეული ბრენდი არჩეულ ხაზს სრულად მიჰყვება - თბილისში მდებარე შენობის ფასადსა და სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელებით, კომპანია განახლებადი ენერგიის მიღებას გეგმავს
- მასშტაბური პროექტისათვის 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში „ვოლვო ქარ საქართველოს“ სრულიად ახალი შოურუმი გაიხსნა. ვოლვოს სტანდარტების მიხედვით აშენებული სივრცე ზუსტად იმეორებს სკანდინავიურ სტილს და საავტომობილო სივრცეში მომსახურების ახალი, ინდივიდუალური მიდგომა შემოაქვს.
ახალი შოურუმის გახსნის ღონისძიება, თიბისისა და საერთაშორისო ავტოგაქირავების კომპანია ევროპქარის მხარდაჭერით გაიმართა. გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ვოლვო ქარსის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, რეგიონალური ოფისის წარმომადგენელები. ღონისძიებას დაესწრო შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერი. სტუმრებს შორის იყვნენ კომპანიის პარტნიორები და მედიის წარმომადგენლებიც. მასშტაბურ ღონისძიებას ჯამში 700 მდე სტუმარი დაესწრო.
გაგა კოხრეიძე, ,,ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „ვოლვო ქარ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა, ჩვენი სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გახსნილია. სივრცე, სადაც დღეს ჩვენს სტუმრებს და მომხმარებელს ვმასპინძლობთ გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი მასშტაბურობით, არამედ იმ მიდგომებით, რომელსაც ვოლვო ქარსი წლებია ავტოინდუსტრიაში ექსკლუზიურად ნერგავს. ერთგულად მივყვებით შვედური ბრენდის მიერ არჩეულ ხაზს და მომხმარებელს ავტომობილის შეძენის და ფლობის სრულიად ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ. 2019 წლიდან ვოლვო ქარსის ოფიციალური წარმომადგელები ვართ, დღეს კი რეგიონში ვოლვოს პირველი, ინოვაციური VRE შოურუმის გახსნით უპრეცედენტო პროექტი დავასრულეთ“.
საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული მომსახურების ცენტრი, იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია წარმოდგენილი. ორ სართულიან შენობას გამორჩეულ ვიზუალს ანიჭებს ცხრამეტრიანი მინის თეთრი და ლურჯი ვიტრაჟები. შენობის სახურავზე 693 პანელია დამონტაჟებული, რომლებიც ელექტროენერგიის ნაკადს მზის შუქზე აწარმოებს.
სკანდინავიური მინიმალიზმით აშენებული შოურუმის გახსნის ცერემონიაც შესაბამისი კონცეფციით დაიგეგმა. მუზეუმის იდეით შთაგონებული ღონისძიება ვოლვოს ისტორიასა და ბრენდის თანამედროვეობაზე მოგვითხრობდა. წარსული, აწმყო და მომავალი, - შოურუმი და შენობის ეზო ხელოვნების სივრცეებად დაიყო. ინსტალაციები ქართველმა არტისტებმა ვოლვოს ღირებულებებით შექმნეს.
ვოლვოს ინჟინრების ექსკლუზიურ გამოგონებებს დაეთმო შენობის გარე სივრცე. მათ შორის იყო უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 შექმნა. ამავე ლოკაციაზე, წარმოადგინეს ვოლვოს კლასიკური და საკოლექციო მოდელებიც, მათ შორის ერთ-ერთი ლეგენდარული მოდელი Volvo Amazon, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებამდე იწარმოებოდა.
ბრენდის აწმყო და ყველაზე მოთხოვნადი, ვოლვოს Plug- In-Hybrid XC 90 განთავსდა ცალკე სივრცეში, რომელზეც ქართველმა არტისტმა გიორგი ზათიაშვილმა იმუშავა. დამუხტვადი ავტომობილი ხელოვანმა ექვსკუთხა პიედესტალიდან წარადგინა. ამ მოდელისათვის სადგამი ფიჭის მსგავსად პრიზმული უჯრებისაგან შეიქმნა , როგორც მდგარდობის სიმბოლო.
მომავლის კონცეპტუალურ ნაწილზე კი ნიკა მაჩაიძემ იმუშავა. დამშრალ ტბაზე გადაღებულ ვიდეო -ინსტალაციაში ვოლვოს სრულად ელექტრომობილი C40 ტოვებს კვალს. პროექტის ალეგორიული შინაარსი მომხმარებლის გადაწყვეტილებას გამოხატავს, - რა კვალს დატოვებს ის თავისი არჩევანით სამყაროში, სადაც მომავალი ელექტროა.
გახსნის ცერემონიისათვის საგანგებოდ შექმნილი მუსიკის ავტორიც ქართველი არტისტი ნიკაკოია. ნიკა მაჩაიძემ ვოლვოს ახალ შოურუმში შეკრებილი სტუმრებისათვის კომპოზიცია ცოცხლად შეასრულა.
,,ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმის განახლებაზე სამშენებლო კომპანია „გრავიტა“ მუშაობდა. ვოლვოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვრა მშენებლობის თითოეული დეტალი. პროცესს ,,ვოლვო ქარსი“ მეთვალყურეობდა.
ვოლვო ქარ კავკასია, რომელიც საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთსა და უზბეკეთსაც ფარავს, ახალი შოურუმების გახსნას რეგიონის ქვეყნებშიც გეგმავს.
---
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.