„ნაციონალური მოძრაობა“ ცალსახად დასუსტდა მელიას წასვლის შემდეგ და ამიტომ ის უნდა შეივსოს და ახალი ძალებით მოღონიერდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მე სვლებს გაფართოებისკენ ვურჩევდი „ნაცმოძრაობას“ და საჯარო შეთავაზებას სხვა პოლიტიკური ძალებისთვის. „ნაცებიც“გაძლიერდნენ და შეივსონ ის დანაკლისი, რომელიც ნიკა მელიას და მისი მომხრეების წასვლით გაუჩნდათ. ნიკა მელიას პოლიტიკური მომავალი მასზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ნიკა მელიასთან თანამშრომლობა არ უნდა გამორიცხონ.
„რას ჰქვია გამოვრიცხავთ, რატომ უნდა გამოვრიცხოთ? პირიქით, მიგვაჩნია, რომ უნდა ვეცადოთ თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ ძალასთან. ჩვენ ყველასთან ვცდილობთ, მაგრამ ვინაიდან ჩვენი კოლეგები ჯერ არ ჩამოყალიბებულან, რა უნდათ ჩვენთან, თანამშრომლობა უჭირთ. ნიკა მელიასაც გუშინდელი გამოსვლის დროს შევატყვე, რომ ჯერ ბევრ რამეზე ჩამოყალიბებული არ არის, ჩამოყალიბების პროცესშია. ეს შეიძლება თანამშრომლობის ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას აფუძნებს.