საქართველოში წლის ჟურნალისტად ტელეგადაცემა P.S.-ის წამყვანი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი დასახელდა.
"ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალი ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ორგანიზებით გაიმართა, სადაც 11 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა.
გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" ჩაატარა, რის შედეგადაც 9 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით გამარჯვება დავით კიკალიშვილმა მოიპოვა.
ნომინაციაში წლის ჟურნალისტი წარდგენილები იყვნენ ჟურნლისტები: ეკა ბერიძე, ირმა ინაშვილი, ეკა კვესიტაძე, დავით კიკალიშვილი, ირაკლი მაისურაძე, დავით პაიჭაძე, თეა სიჭინავა, ელგა ფოლადიშვილი და ეკა ხოფერია.
"ოქროს პერგამენტის" გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო.
ღონისძიებას "ბაგრატიონი 1882" მასპინძლობდა.