წლის სპორტსმენად ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაასახელეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოკითხვა საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" ჩაატარა.
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ორგანიზებით დღეს გამართულ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე პრიზი დაღუპული სპორტსმენის დას, მარიკა ქუმარიტაშვილის გადაეცა.
ნომინაციაზე წლის სპორტსმენი (გუნდი) წარდგენილები იყვნენ: ჯანო ანანიძე, ზაზა ფაჩულია, ირაკლი ცირეკიძე, ნოდარ ქუმარიტაშვილი (გარდაცვალების შემდეგ), საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები და საქართველოს საკალთბურთო ნაკრები.
"ოქროს პერგამენტის" გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო.
ღონისძიებას "ბაგრატიონი 1882" მასპინძლობდა.
ღონისძიების სპონსორები არიან კომპანია WE ARE, ითი და არტ ფლორ დიზაინი.