გამაოგნებელია, რომ რესპუბლიკელები კონგრესში მზად არიან, აჩუქონ პუტინს ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლის იმედიც პუტინს შეეძლო ჰქონოდა , – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„გამაოგნებელია, რომ ჩვენ აქამდე მივედით და რომ რესპუბლიკელები კონგრესში მზად არიან, აჩუქონ პუტინს ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლის იმედიც პუტინს შეეძლო, ჰქონოდა.
ისინი თამაშობენ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან – აი, რას ვხედავთ ჩვენ დღეს აქ და ისტორია ამას ცუდად დაიმახსოვრებს. რაც შეეხება ურთიერთობას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გვქონდა და გვაქვს დისკუსიები მათთან რეგულარულად“, – თქვა ჟან-პიერმა.