ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის სენატში, რესპუბლიკელებთან დათმობებზე წავიდეს და მხარი დაუჭიროს კანონპროექტში პუნქტს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების შესახებ, რათა უზრუნველყოს უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების მიწოდება. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იწუყება.
საშობაო არდადეგების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, თეთრი სახლი და აშშ-ის კონგრესი ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ორ მოკავშირეს სამხედრო დახმარებას გაუწევს და ამავდროულად აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალურ იმიგრაციას შეზღუდავს.
რესპუბლიკელებმა უარი თქვეს უკრაინის დამატებითი დაფინანსების დამტკიცებაზე მიგრანტების რეკორდული რაოდენობის შემცირებისთვის ზომების გამკაცრების გარეშე და მოითხოვეს თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვა.
დემოკრატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს თავშესაფრის მიცემის სტანდარტების გაზრდას.