ყოველდღე რაღაც წინა ღამის სიზმარს ყვება, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავსირებით თქვა.
საუბარია „ქართული ოცნების“ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებაზე, რომელშიც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან იქნება ალიანსში, მათ შორის, "ლელოსთან".
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოფიციალური ვიზირების გარდა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაცია არ ჰქონია.
„კობახიძის კოშმარებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, ყოველდღე რაღაც წინა ღამის სიზმარს ყვება, აქედან გამომდინარე, მგონი კომენტარი არ სჭირდება ასეთ განცხადებებს მისი მხრიდან. ჩვენ კიდევ მეტ კოშმარს გავიგონებთ, რადგან მას ახლა ამოძრავებს შიშ ძალაუფლების დაკარგვის," - განაცხადა ჯაფარიძემ.