თურქეთი მოწოდებულია გადაჭრას საბერძნეთთან არსებული უთანხმოება კონსტრუქციული დიალოგის, კეთილმეზობლობისა და ერთობლივი ძალისხმევის გზით საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ათენში კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ანკარასა და ათენის მიდგომებზე ეგეოსის ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული ვითარების მიმართ. „ჩვენ ვცდილობთ ეგეოსის ზღვა გადავაქციოთ მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვად“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის არ არსებობს პრობლემები რომელთა მოგვარებაც შეუძლებელია.
"ბუნებრივია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს პრობლემები, ეს კიდევ უფრო მოსალოდნელია ძმებს შორის. ჩვენს ქვეყნებს შორის არ არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შეუძლებელია, ჩვენ გვამოძრავებს იმედი და ვფოკუსირდებით უფრო დიდ სურათზე.
მეგობრული ურთიერთობებისა და კეთილმეზობლობის შესახებ ათენის დეკლარაციით ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ასევე მოხარულნი ვართ, რომ ვხედავთ 2021 წელს შექმნილი ერთობლივი სამოქმედო გეგმის კონკრეტულ შედეგებს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ვაჭრობის მოცულობა, რომელიც ამჟამად დაახლოებით 5 მილიარდი დოლარია, 10 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. ჩვენ აღვნიშნეთ სატრანსპორტო პროექტების მნიშვნელობა, როგორიცაა მეორე ხიდის მშენებლობა იფსალა-ყიფის სასაზღვრო კვეთაზე“, - განაცხადა ერდოღანმა.