„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში IDU-ს პრეზიდენტს სტივენ ჰარპერს შეხვდა.
როგორც ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სტივენ ჰარპერისგან მიიღეს დაპირება, რომ გაგრძელდება ქარტელი მხარის მხარდაჭერა.
„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა IDU- ის პრეზიდენტთან, კანადის ყოფილ პრემიერთან - სტივენ ჰარპერთან.
ჰარპერმა, გულთბილად მოიკითხა პრეზიდენტი სააკაშვილი, გაგვიზიარა, რომ შეწუხებულია მისი მდგომარეობით და მივიღეთ დაპირება, რომ აქტიურად გააგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხვალ ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ლიდერებთან ერთად ნიუ იორკში ემიგრანტებს შეხვდება“, - აცხადებენ.