ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ რამალაში ჩავიდა, რათა შესთავაზოს ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზაში საზღვაო გზით.
ამასთან შაპსმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების უშუალოდ ღაზაში მიწოდების ვერსიები ჯერ კიდევ განიხილება.
"ვფიქრობ, რომ მსოფლიომ მეტი დახმარება უნდა გაუწიოს ადამიანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არიან დამნაშავეები", - თქვა შაპსმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ პრობლემა ის არის, რომ ისრაელი ყოველთვის იცხოვრებს მათ მეზობლად, რომელიც ცდილობს მოკლას ყველა ებრაელი და ისრაელის მოქალაქე მსოფლიოში.