სალომე ზურაბიშვილი კარგად დარბის და შეიძლება ამ მარშს შეუერთდეს - "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრისას თქვა, რომლის თანახმად სალომე ზურაბიშვილი შეურთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშს „შენი ხმა ევროკავშირს“.
„ზურაბიშვილი კარგად დარბის და შეიძლება, შეუერთდეს ამ მარშს მარტო იმიტომ, რომ კარგად დარბის, თორემ მეტი აზრი მის შეერთებას არ ექნება არსად, არაფერში. ამიტომ ბუნებრივია, რაც უნდათ, გინდა ადგილზე იმარშონ, გინდა თავიდან ბოლომდე იმარშონ თბილისიდან ბოლომდე, მნიშვნელობა არ აქვს ამას. ეს იქნება მხოლოდ სამხიარულო საყურებელი და საქმეს ვაკეთებთ ჩვენ ევროინტეგრაციისთვის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.