საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მსვლელობას შეუერთდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
“მე ვიცი, რომ ამ დღეებში, ძალიან ბევრ ადგილას [გაიმართება] სხვადასხვა ინიციატივები რომლებიც ერთად გროვდება და ესეც არის საზოგადოების ნიშანი, როცა ცალ-ცალკე და ერთად ჩვენ ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით, 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ასევე შევუერთდებით, როგორც სხვები ჩვენ გვიერთდებიან იმისთვის, რომ ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როცა ჩვენ რამოდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
9 დეკემბერს, შაბათს მარში სახელწოდებით "შენი ხმა ევროკავშირს" რესპუბლიკის მოედნიდან 14 საათზე დაიწყება - მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან.