ევროპული საქართველო ეხმიანება OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 67-ე ადგილზეა 81 ქვეყანას შორის.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ის რომ ქვეყანაში განათლების კრიზისი დგას ქვეყანაში, ახალი ამბავი არ არის და ევროპული საქართველო ამაზე საუბრობს უკვე წლებია.
მისი თქმით, 2018 წელს გაკეთებულ კვლევაშიც, დაახლოებით იგივე სურათი ჩანს, რომ ჩვენი განათლების სისტემა, ვერ აძლევს მოზარდებს იმის საშუალებას, რომ 15 წლის ასაკში მათ მარტივი ტექსტებიდან, წაკითხულიდან შინაარსი გამოიტანონ.
"ამ ყველაფერს აქვს სისტემური მიზეზი და სისტემური გადატვირთვის გარეშე, ჩვენ ვერ მივაღწევთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ევროპული საქართველო დიდი ხანია ითხოვს დებატებს ამ თემაზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, სამწუხაროდ, ჯერ შედეგს ვერ მიაღწია".- ამბობს ჩერგოლეიშვილი.