„ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და 600 ათასი ავტომობილი არც არის ქალაქში.“ - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკას არ იცნობს.
ვაშაძე კალაძის გამოწვევას იღებს და საქმიანი პასუხისთვისაც მზადაა. მისივე თქმით, ევროპის დედაქალაქებში 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება, თუმცა სატრანსპორტო კოლაფსი არ იქმნება:
„კახი, ახლა გზაში ვარ, მივემგზავრები აშშ-ში, ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმზე, ხმაც ცუდად ისმის თვითმფრინავში. ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე კი გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და 600 ათასი ავტომობილი არც არის ქალაქში. ევროპის დედაქალაქებში ამაზე 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება და დღეში საშუალოდ ცხოვრების 3 საათს საცობში არავინ ატარებს!“ - განაცხადა ვაშაძემ.