ყველა ჯარისკაცი, რომელსაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა,სახელმწიფოსგან საცხოვრებელს მიიღებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე, ვინც მას იცავს, უზრუნველყოს მათი ყველა საჭიროება. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სათანადო აღჭურვილობასა და იარაღზე, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ჩვენი ჯარისკაცების სოციალურ დაცვაზე და ჩვენი გმირების ღირსეულ უზრუნველყოფაზე.
ამრიგად, ამ ინიციატივის მიხედვით, ყველას, ვისაც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა, მიიღებს საცხოვრებელს. ყველა, ვინც სახელმწიფოს იცავდა, ოქროს ვარსკვლავის ორდენის მფლობელი გახდა. ყველა გამონაკლისის გარეშე," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 360-მა ადამიანმა მიიღო უკრაინის გმირის წოდება. მათგან 210 სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა.