ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე - ვიყოთ ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქის გარეშე,” - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
“ვაშინგტონში, IDU ფორუმზე, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იღებს მონაწილეობას, მთავარი სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი - მაიკ პენსია.
გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე,” - წერს ლევან ხაბეიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან. პარტიის ლიდერები ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. ფორუმს ასევე ესწრება პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი უკვე შეხვდა IDU-ს პრეზიდენტს სტეფან ჰარპერს.