ისრაელის გამოცემა Haaretz-ის ცნობით, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სასამართლოს შენობაზე დარტყმა განახორციელა.
გამოცემისვე ცნობით, სასამართლოს ხუთსართულიანი შენობა 2018 წელს გაიხსნა. ის მთლიანად კატარის მიერ გამოყოფილი თანხებით აშენდა და მის მშენებლობაზე 11 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის საინფორაციო სამინისტრო ამტკიცებს, რომ ისრაელის არმიამ სექტორში 103 ადმინისტრაციული შენობა გაანადგურა, ასევე დაანგრია 270 სკოლა, 183 მეჩეთი და სამი ეკლესია.