ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ამჟამად ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მიმდინარეობს.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე დაამაყრეს კონტროლი „ჰამასის“ გვირაბებზე, სადაც დაჯგუფების მეთაურები არიან განთავსებული. მათივე განცხადებით, სექტორის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს „ჰამასის“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის განადგურება. მათი ერთ-ერთი ამოცანაა აღმოაჩინნს ის ადგილები, სადაც ისრაელელი მძევლები არიან.
ისრაელელი სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ ღაზაში ოპერაციის განახლების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა (დაახლოებით 200) გაზვიადებულია "ჰამასის" მიერ, თუმცა დაღუპულთა შორის არიან დაჯგუფების მაღალი რანგის საველე მეთაურები.
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის მეთაურმა ჰერცი ჰალევიმ მიმართა ჯარისკაცებს, რომლებიც მონაწილეობენ ღაზაში სახმელეთო ოპერაციაში და თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძოლებს სამხრეთ ღაზის სექტორში "იგივე მონდომებითა და სიმტკიცით, როგორც ჩვენ ვიბრძოდით სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში". მან აღნიშნა, რომ ოპერაცია ღაზის სამხრეთ ნაწილში "არანაკლებ ძლიერი იქნება".