სამხრეთ ისრაელის ქალაქებსა და დასახლებებში ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვების გამაფრთხილებელი სირენები დღეს რამდენჯერმე გაისმა, მათ შორის აშქელონსა და სდეროთში, ასევე კიბუცში ღაზის საზღვრის მახლობლად. იუწყება BBC
გასულ პარასკევს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავის დასრულების შემდეგ, პალესტინელმა მებრძოლებმა განაახლეს მასირებულისარაკეტო თავდასხმები ისრაელის ტერიტორიაზე.
სდეროთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქში ორი რაკეტა ჩავარდა. დაზიანდა რამდენიმე შენობა, მათ შორის სინაგოგა, მსხვერპლი არ არის.
სდეროთის მცხოვრებთა უმეტესობამ ქალაქი ომის დაწყების შემდეგ დატოვა.
ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კიდევ რამდენიმე რაკეტა საჰაერო სისტემა „რკინის გუმბათმა სდეროთის თავზე გაანადგურა.