ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული პაუზის დასრულების შემდეგ, ღაზიდან სამხრეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით დაახლოებით 50 რაკეტა ისროლეს.
მათივე ცნობით, განგაშის სიგნალები ჩაირთო აშდოდში და მახლობელ თემებში. გავრცელებული ინფორმაციით „ჰამასმა“ რაკეტები ქალაქ თელ ავივის მიმართულებითაც ისროლა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ „საეჭვო საჰაერო სამიზნე“გაანადგურა, რომელიც ცოტა ხნის წინ ისრაელის საჰაერო სივრცეში ლიბანიდან შეიჭრა.
შეგახსენებთ, ზავის ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის დასრულებისშემდეგ ღაზაში საბრძოლო მოქმედებები დღეს, დილიდან განახლდა.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების დასრულების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები განაცხლდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ზავის პირობები დაარღვია, როდესაც უარი თქვა მძევლების გათავისუფლებაზე.
ნეთანიაჰუს ოფისის განაცხადებით, “ჰამასმა“ დაარღვია ზავის შეთანხმების პირობები იმით, რომ ვერ შეასრულა ვალდებულება პარასკევს გაეთავისუფლებინა ყველა გატაცებული ქალი და განაახლა ისრაელზე
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი, მას შემდეგ რაც დაუბრუნდა საომარ მოქმედებებს, რჩება თავისი მიზნების ერთგული - გაათავისუფლოს მძევლები, გაანადგუროს ‘ჰამასი’ და უზრუნველყოს, რომ ღაზის სექტორი "აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელის ხალხისთვის".