ვხედავ, რომ პროცესში არის არაერთი ნაღმი ჩადებული, რუსეთის ამოცანაა, გაზარდოს ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე იმისთვის, რომ უარი ვთქვათ ევროკავშირსა და ნატო-ზე, - ამის შესახენ „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეღთან შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვხედავ, რომ პროცესში არის არაერთი ნაღმი ჩადებული, იმიტომ, რომ დღეს რუსეთის ამოცანაა, რომ გაზარდოს ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე იმისთვის, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ევროკავშირსა და ნატოზე, უარი ვთქვათ დასავლეთზე და დავუბრუნდეთ ბოლომდე რუსეთის გავლენის სფეროს. ამ მიზნით, მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ შემოაგდონ არაერთი ტყუილი ინიციატივა, რაც შეეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ამიტომ არის ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელი, რომ ყველა სახის ინიციატივები, ყველა სახის მოლაპარაკებები საკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან უნდა წარიმართეს ძალიან გარკვეული და სანდო საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როდესაც კონფლიქტის დარეგულირების სფარ ქვეშ ჩვენს სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს რუსეთი, - განაცხადა სამადაშვილმა.
როგორც ცნობილი გახდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანს, სერგეი შამბას დისტანიცურად ესაუბრა. მხარეებმა კონფლიქტის დაძლევის შესაძლებლობები განიხილეს.
ვახტანგ ყოლბაიას აზრით, სწორედ საუბრით არის შესაძლებელი კონფლიქტის მოგვარება. მისივე თქმით, ის საქართველოს ხელისუფლების სახელით არ მოქმედებდა და საუბარი პერსონალურ შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ.