სალომე ზურაბიშვილს არავინ ჩაატარებინებს ლექციას – როგორ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
„მაინტერესებს ერთი სტუდენტი მაინც, რომელიც დაესწრება, თუ ზურაბიშვილი ჩაატარებს ლექციას, როგორ უნდა დაარღვიოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როგორ უნდა გადაახიოს თავზე კონსტიტუცია ჯერ ხალხს, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს. რა თქმა უნდა, ყველა უარს იტყვის, ასეთი ტიპის ლექცია ჩაატაროს ზურაბიშვილმა. სხვა ენა მან არ იცის, ყოველ მეორე წინადადებაში, თუ ყველაში არა, საქართველოს საწინააღმდეგო სიტყვებია. მას არავინ ჩაატარებინებს ლექციას – როგორ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.