„ჰამასის“ სამხედრო ფრთის „ალ-ქასამის ბრიგადა“ ირწმუნება, რომ 10 თვის ბიჭი კფირ ბიბასი, მისი ძმა და დედა, რომლებიც ღაზაში მძევლებად იყვნენ აყვანილი, ისრაელის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. იუწყება BBC
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დაუკავშირდნენ ბიბასების ოჯახის ახლობლებს და სწავლობენ „ჰამასის“ განცხადების ნამდვილობას.
ბიბასების ოჯახი, მათ შორის 10 თვის კფირი, მისი 4 წლის ძმა არიელი და დედა შირი, 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს გაიტაცეს და ღაზაში მძევლებად წაიყვანეს.
„ჰამასს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში მძევლების უსაფრთხოებაზე, მათ პასუხი უნდა აგონ ამისათვის. „ჰამასის“ ქმედებები საფრთხეს უქმნის მძევლებს, რომელთა შორის ცხრა ბავშვია. „ჰამასმა“ დაუყოვნებელივ უნდა გაათავისუფლოს ჩვენი მძველები“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
კფირ ბიბასი „ჰამასის“ ყველაზე პატარა მძევალია.
გუშინ, 28 ნოემბერს ისრაელის მთავრობის სპიკერმა ეილონ ლევიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ განცხადებით, მათ ორი პატარა ბიჭუნა აღარ ჰყავთ.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ მათ არ ჰყავთ ისინი, რადგან სხვა ისლამისტურ დაჯგუფებას გადასცეს“, - განაცხადა ლევიმ.