საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოჯახსა და უწყებებთან კომუნიკაციით ინფორმაციას აგროვებენ.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენენ.
„რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ვფიქრობთ, ოჯახსა და უწყებებთან კომუნიკაციით შევაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ უკვე ანგარიშის სახით წარვუდგენთ საზოგადოებას. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.