გაგვაგებინონ ოცნების ბოსებმა, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან საპატიმრო დაწესებულებაში, რატომ ატარებინებენ მას საარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„გაგვაგებინონ ოცნების ბოსებმა, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან საპატიმრო დაწესებულებაში, რატომ ატარებინებენ მას საარჩევნო კამპანიას. უკვე ისიც არ გაგვიკვირდება, სააკაშვილმა ახალი წელი პირდაპირი ეთერით მიულოცოს მოქალაქეებს, ოცნება მას ამის უფლებასაც მისცემს.
გვითხარით, ეს თქვენი ნაცებთან კოჰაბიტაცია, სააკაშვილის ციხიდან გამოშვებასაც ხომ არ ითვალისწინებს?“ - თქვა ლილუაშვილმა.