ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე ისრაელელემა სამხედროებმა სოციალურ ქელში გაავრცელეს ვიდერგოლი, რომელშიც ღაზის სექტორის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
„ჰუმანიტარული პაუზა დროებითია. ჩრდილოეთი ღაზის სექტორი სახიფათო ომის ზონაა და აკრძალულია ჩრდილოეთით გადაადგილება. თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა დარჩეთ ჰუმანიტარულ ზონაში, სამხრეთში“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ავიჩაი ადრეი, რომელიც ვიდეოში არაბულად ლაპარაკობს.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ძალაში შევიდა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათიდან.
ამ დროისთვის ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმები შეწყვეტილია.
გავრცელებული ინფორმაციით, მძევლებს ადგილობრივი დროით საღამოს ოთხ საათზე გაათავისუფლებენ.
ისრაელისა და „ჰამასთან“ შორის შეთანხმების მიხედვით, ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.
დღეს, 24 ნოემბერს „ჰამასის“ მიერ 13 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 39 პალესტინელი გათავისუფლდება.