ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა „ჰამასთან” შეთანხმებას მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასის“ მებრძოლები გაათავისუფლებენ 50 ისრაელელ მძევალს - მხოლოდ სამოქალაქო პირებს, ქალებს და ბავშვებს;
ისრაელი ციხიდან გაათავისუფლებს 150-მდე პალესტინელ პატიმარს - ქალებს და არასრულწლოვნებს;
ჰუმანიტარული პაუზების დროს ღაზაში შეუშვებენ სატვირთო მანქანებს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება და საწვავი გადააქვთ.
ისრაელის მედია იტყობინება, რომ პირველი მძევლები, შესაძლოა, ხუთშაბათს გაათავისუფლონ. მათი გათავისუფლება ეტაპობრივად მოხდება - დღეში დაახლოებით 12 მძევალი.