უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
"ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ექსპორტის გაფართოება მოლდოვის ტერიტორიის გავლით და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ენერგეტიკული გამოწვევები ჩვენი ქვეყნების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაცია", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მაია სანდუ და შარლ მიშელი დღეს კიევში ჩავიდნენ.