აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, დაადასტუროს უკრაინის ურყევი მხარდაჭერა შეერთებული შტატებისგან.
„მე მქონდა პატივი შევხვედროდი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს კიევში, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ უკრაინის საჭიროებების მხარდაჭერას ბრძოლის ველსა და გრძელვადიანი თავდაცვისთვის“, - წერს ოსტინი სოციალურ ქსელში Х.
ლოიდ ოსტინი კიევში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში ის განიხილავს უკრაინის არმიის უუზრუნველყოფას ზამთრის პერიოდში და სამომავლო დაცვას რუსული საფრთხეებისგან.