ევროპული საქართველოს პოლტისაბჭოს თავმდჯომარე, გიგი წერეთელი საარჩევნო ბარიერის შესახებ არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ბარიერის საკითხი პარტიებისთვისა და პოლიტიკური პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ ხელისუფლება ამით არ მანიპულირებდეს.
მისი თქმით, ხელისუფლება პირიქით ხელს უნდა უწყობდეს იმგვარი ბარიერის არსებობას, რაც მეტ წარმომადგენლობას მოიტანდა და განსაზღვრავდა ამომრჩევლის სურვილით საპარლამენტო შემადგენლობას.
„ეს მმართველი ძალის დაპირებაც იყო , რასაც დღეს ჯიუტად უარყოფენ თუმცა, ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ არსებობდეს ადამიანების კრიტიკული მასა და ბევრი ამომრჩეველი, რომელიც მივა არჩევნებზე და ცვლილებებს დაუჭერს მხარს.
მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიის ამოცანა, ამ ეტაპზე, არა მხოლოდ ბარიერისთვის დაწევისთვის მოქმედებაა, არამედ ბრძოლა იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნოს ცვლილებების აუცილებლობაში. თუ ეს ამოცანა მიიღწევა, ბარიერის მიუხედავად, ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა გარდაუვალია,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ც