სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა თავის შვილებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელშიც ის სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და, რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თუ სურს სააკაშვილის შეწყალებით შეურთდეს მის ამორალურობას, შეუძლია ეს გადწყვეტილება მიიღოს.
„სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, მინდა შევახსენო მე მიხეილ სააკაშვილს. არ ვიცი, რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.