ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ალ-შიფას საავადმყოფოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, „ჰამასის“ ტერორისტებს როგორ შეჰყავთ იქ მძევლები.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მძევლები იდენტიფიცირებულები არიან და ისინი ნეპალისა და ტაილანდის მოქალაქეები არიან. ერთ-ერთ მათგანი ხელშია დაჭრილი. როგორც ჩანს, ალ-შიფას საავადმყოფოში მძევლებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მათ „ჰამასის“ ტერორისტები მეთვალყურეობენ.
„ეს ადასტურებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ალ-შიფას საავადმყოფოს იყენებდა, როგორც ტერორისტულ ინფრასტრუქტურად და სამართავ ცენტრად“, - აცხადებენ IDF-ში.
ისრაელმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ ალ-შიფას ჰოსპიტალში მისი ოპერაციის გასამართლებლად დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება, რომელიც დაადასტურებს, რომ მის ქვეშ "ჰამასის" სამეთაურო ცენტრ იყო განთავსებული, სადაც ასევე იმყოფებოდნენ 7 ოქტომბერს, ისრაელიდან გატაცებული მძევლები.