თურქეთი სარჩელით მიმართავს შესაბამის ინსტანციებს ღაზის სექტორში გენოციდის შესახებ და ამ საქმეს შუა გზაზე არ დატოვებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ეროვნული სტუდენტური კავშირის 62-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.
„2 ათასზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ სარჩელით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და შუა გზაზე არ დავტოვებთ. ამის საფასური უნდა გადაიხადონ“, -განაცხადათურქეთის ლიდერმა.
ამასთან, თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა გერმანიაში ვიზიტზეც ისაუბრა.
„მთელი დასავლური სამყარო, ჯვაროსნული იმპერიალისტური სტრუქტურა ერთადაა. სამწუხაროდ, ეს ვნახე ჩემი ვიზიტის დროს {გერმანიაში}. მე ეს დავინახე პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც", - აღნიშნა ერდოღანმა.
გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა მოუწოდა ბერლინს დაეხმაროს პალესტინელი ტყვეების გათავისუფლების საკითხში.
თურქეთის ლიდერის თქმით, ისრაელის ხელში დაახლოებით 10 ათასი მძევალია. „გერმანია, გადადგი ნაბიჯი მათი ექსტრადაციისთვის და ჩვენ ძალისხმევას მივმართავთ მათკენ, ვინც „ჰამასის“ ხელშია“, - განაცხადა ერდოღანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი უფრო ძლიერი გახდა და დაიწყო თავისი ინტერესების გატარება ყველა მიმართულებით, ამიტომაც მის მიმართ მტრობის დონეც გაიზარდა.
თურქეთის ლიდერის თქმით, თუ აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული დაჯგუფება, როცა მოუნდება ხალხს სდახოცავს, მაშინ მსოფლიო წესრიგი მთლიანად დაირღვევა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ დანაშაული (ისრაელის თავდასხმები) გამოიძიებული უნდა იყოს საერთაშორისო დონეზე და მჩაგვრელები უნდა დაისაჯონ ისე, როგორც იმსახურებენ.
გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსა ანკარის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ღაზიდან პაციენტების თურქეთში გადაყვანას.
„ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიყვანოთ {ღაზიდან} ისინი, ვისაც ოპერაცია სჭირდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეგვიპტესთან, - თქვა მან.