ღაზის სექტორის სამხრეთით ქალაქ ხან-იუნისში ისრაელის ძალების იერიშის შედეგად 26 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. ინფორმაციას The Times of Israel-ი პალესტინურ სააგენტო WAFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულია ათობით ადამიანი.
მანამდე ისრაელის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა ხან-იუნისის რაიონში საინფორმაციო ფურცლები გადაყარეს და მოსახლეობას სახლების დატოვებისა და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
ოქტომბერში ხან-იუნისის მოსახლეობის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, მას შემდეგ რაც ასობითა ათასმა მშვიდობიანმა მოქალაქემ ღაზის ჩრდილოეთი დატოვა და სმხრეთისკენ გადაადგილდა.