დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები – ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ღონისძიება ვშინგტონში გაიმართება და ის სექტემბერში კიევის ორგანიზებით გამართული თავდაცვის მრეწველობის ფორმის გაგრძელება იქნება.
"ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ სვლას შეერთებულ შტატებთან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოებისკენ. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს პრეზიდენტ ბაიდენთან შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად. და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, თავდაცვის მრეწველობის ფორუმი კიევში სექტემბრის ბოლოს გაიმართა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა, სხვა საკითხებთან ერთად, დააანონსა თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნა.