პარლამენტში ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება. განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს
‘საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა. კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი," - აცხადებს პრეზიდენტი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, უსმენენ დაპირისპირება იყო. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა, ანა წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია.