მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, - “ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა იუსტიციის მინისტრს პარლამენტში მიმართა.
„სასწაული უკვე მოხდა - კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია დაამარცხა, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი დაამარცხა, გასტროენტეროლოგიური დაავადება თუ რამე არსებობს, მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე, ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. ექიმების მოლოდინი ყველამ კარგად ვიცით, რას იტყვიან - ცოტა გადაბრალებაა იმიტომ, რომ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები და მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს - რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას არ უჩივის მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.