რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს თავისი გარემოცვის ყოფილი წევრი სერგეი კოლესნიკოვი კორუფციაში ადანაშაულებს.
გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში კოლესნიკოვი აცხადებს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ვლადიმერ პუტინისთვის იტალიური სტილის სასახლე შენდება საუნით, ჩაის სახლით, მინიამფითიატრით და ვერტმფრენის სამადგილიანი დასაჯდომი მოედნით.
პუტინის ყოფილი თანამებრძოლის მტკიცებით, სასახლის მშენებლობაზე უკვე 1 მილიარდი დოლარი დახარჯულია, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ სასახლის მშენებლობის დაფინასებას პრემიერის მეგობარი ნიკალაი შამალინი კურირებს, რომელთანც კოლესნიკოვი 2009 წლამდე მუშაოდა.
აღსანიშნვია, რომ ბიზნესმენების შემოწირულობა, რომელიც კლინიკიების აღჭურვისთვის იყო განკუთვნილი თანხის 30% ოფშერულ ზონებში ირიცხებოდა, რომელიც რეალურად პუტინის ახალი სასახლის მშენებლობას ხმარდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პუტინის ყოფილმა მეგობარმა წერილით რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევსაც მიმართა და კორუფციული სქემის შესახებ ინფომაცია მიაწოდა.