„ლელოს“, ძირითადად, აქვს ტელევიზიების იმედი, ეს არის პოლიტიკური კლუბი, რომელიც არსებობს მხოლოდ რაღაც სატელევიზიო პლატფორმაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, „ლელოს“ ტელევიზიების იმედი აქვს, რომლებსაც ფულს უხდის.
„არის ორი ტელევიზია, ერთს უხდის თვეში 200 000 ლარს, მეორეს 240 000 ლარს და ამით უზრუნველყო. ეს არის „ტვ პირველი“ და „მთავარი“. 200 000 არის „ტვ პირველის“, 240 000 არის „მთავარის“. მთავარია, არ იეჭვიანონ ერთმანეთში ამ ტელეკომპანიებმა. ერთს უხდის 200-ს, მეორეს – 240-ს. გარიგების მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ „ლელო“ უფრო მეტად უნდა გაშუქდეს ამ ტელევიზიების მიერ და ამის იმედი აქვს „ლელოს“. თუ დააკვირდებით სარედაქციო პოლიტიკას, ნახავთ, რომ „ლელო“ დღეს უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი. ეს იყო კეზერაშვილ-ხაზარაძის გარიგება. დღეს „ლელო“ უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველზე“, ვიდრე მანამდე იყო წარმოდგენილი. ამის საფასური არის „ლელოსთვის“ 440 000 ლარი. თქვენ დაინტერესდით ამ საფუასურით, რომელსაც იხდის ხაზარაძე და გითხარით. თუმცა, არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი თუ დათო თაზუნაშვილი, სამადაშვილი და ასე შემდეგ. ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, გინდოდეს ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, რაც ნაკლები სამადაშვილი და ასეთი სახეები იქნებიან შემდეგ პარლამენტში, მით უკეთესი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის, რატომაც არ უნდა იყოს დაბლა დაწეული საარჩევნო ბარიერი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ლელოს“ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის იმედი ვერ ექნება.
„შეიძლება, გადალახონ ერთპროცენტიანი ბარიერი და მიიღონ ბიუჯეტიდან დაფინანსება“, – თქვა კობახიძემ.