საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ყველაზე პოზიტიურად ჯარს (77%), საპატრიარქოსა (71%) და პოლიციას (67%) აფასებს.
შეკითხვაზე, როგორია თქვენი აზრი ჩამოთვლილ თითეულ ინსტიტუტზე, გამოკითხულ ინტერვიუერთა პასუხები ამგვარად ნაწილდება: საქართველოს ჯარი პირველ ადგილზეა და მას დადებითად აფასებს – 77% , უარყოფითად -16%; საქართველოს საპატრიარქო – დადებითად 71%, უარყოფითად 21%; პოლიცია – დადებითად 67%, უარყოფითად 28%; ადგილობრივი ხელისუფლება – დადებითად 61%, უარყოფითად 34%; განათლების სისტემა – დადებითად 59%, უარყოფითად 36%; ქართული მედია – დადებითად 58%, უარყოფითად 35%; პრემიერ-მინისტრის ოფისი – დადებითად 49%, უარყოფითად 41%; ცენტრალური საარჩევნო კომისია – დადებითად 41%, უარყოფითად 44%; პრეზიდენტის ოფისი – დადებითად 41%, უარყოფითად -47%; პროკურორის ოფისი – დადებითად 40%, უარყოფითად – 35%; სასამართლოები – დადებითად 40%, უარყოფითად 44%, ეროვნული ბანკი – დადებითად 39%, უარყოფითად 43%; საქართველოს პარლამენტი – დადებითად 38%, უარყოფითად 56%; პოლიტიკური პარტიები – დადებითად 37%, უარყოფითად -52%; სავაჭრო კავშირები – დადებითად 31%, უარყოფითად 27%.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.