უკრაინული მედიის ცნობით, კიევში რუსი პოეტის ალექსანდრ პუშკინის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა .
პუშკინის ძეგლი კიევის ივან ბაგრიანის სახელობის (ყოფილი პუშკინის) სკვერში იდგა.
კანონს რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 2023 წლის აპრილში მოაწერა. კანონის თანახმად იკრძალება საბჭოთა და რუსული სიმბოლიკების დამზადება, გავრცელება და გამოყენება.
ამ კანონის აღსრულებისთვის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებმა უნდა ამოიღონ საჯარო სივრციდან ძეგლები, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ იმპერიული პოლიტიკასთან. კანონის თანახმად, სახელწოდებები ეცვლება ქუჩებს, მოედნებს, პარკებს, სკვერებს, გეოფრაფიულ ობიექტებს, რომლებიც შეიცავენ რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკებს.
2023 წლის ივლისის შემდეგ კიევში 60-ზე მეტი ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა, რომლებიც დაკავშირებული იყო რუსეთისა და საბჭოთა კავშირის კულტურასთან. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ პუშკინის ძეგლი, დიდი ხნის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო, თუმცა მას მოქალაქეები გამუდმებით ასხამდნენ საღებავებს და ძეგლზე ტოვებდნენ წარწერებს მისი დემონტაჟის მოთხოვნით.
ცოტა ხნის წინ კი პუშკინისა და სხვა რუსი და საბჭოთა მოღვაწეების ძეგლები ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრიდან ამოიღეს.