ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ქეისი იყო, რომელზეც შეიძლება, თავისუფლად ითქვას, რომ იყო საუკუნის აფიორა. ერთი – ე.წ. რუსული კანონი, როცა FARA პირდაპირ თარგმანს რუსული კანონი დაერქვა, მეორე ადგილზე შეიძლება, გავიდეს – მიხეილ სააკაშვილი „კვდება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ქეისი იყო, რომელზეც შეიძლება, თავისუფლად ითქვას, რომ იყო საუკუნის აფიორა. ერთი იყო ე.წ. რუსული კანონი, როცა FARA-ს პირდაპირ თარგმანს რუსული კანონი დაერქვა. მეორე ადგილზე შეიძლება, გავიდეს – მიხეილ სააკაშვილი „კვდება“. ადამიანი, რომელიც ყოველდღე მძიმდებოდა, ახლა უფრო კარგად არის, ვიდრე მაშინ, როცა დააკავეს. ფეიკგანცხადებები გათვალისწინებული რომ ყოფილიყო, დღეს ევროკომისიის მხრიდან დადებითი შეფასება არ გვექნებოდა. საბედნიეროდ, სიმართლე ყოველთვის ბოლოს იმარჯვებს და ასეთი ფეიკნარატივები თავს ვერ იჭერს ხოლმე. მით უმეტეს, საზოგადოებაზე არ მოქმედებს იმის მიუხედავად, რომ ძალიან ცდილობენ, ეს ყველაფერი საერთაშორისო თანამეგობრობას თავს მოახვიონ. ეს ყველაფერი ქართულ საზოგადოებაზე კიდევ უფრო ნაკლებად მოქმედებს. მიხეილ სააკაშვილი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც FARA არის რუსული კანონი, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.