ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბარიერის დაწევის თემა მოხსნილია და მმართველი გუნდი მის განხილვას არ აპირებს.
„შეხედეთ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა პარტია არის ხუთ პროცენტს ქვემოთ, აქედან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შევიდნენ პარლამენტში და ეს არის სუბიექტური ინტერესი. ხუთი პროცენტის მიღებას სჭირდება დაახლოებით 95 ათასი ხმა, როდესაც ვერ იღებ ამ ხმებს, ეს ნიშნავს, რომ პარტია არ ხარ, როგორიცაა „ლელო“, „გირჩი“, გახარია და. ა.შ, სინამდვილეში არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის, არის რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი კლუბი და სწორედ ამიტომ ვერ იღებენ ხმათა ხუთ პროცენტს. ასეთი პარტიებისთვის ბარიერის დაწევა არ იქნებოდა რაციონალური და არც ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა კობახიძემ.