ძალიან მკაცრად მოვუწოდებ „ნაცმოძრაობას“, პროვოკაციისგან თავი შეიკავონ. გახსოვთ პროვოკაციები, რომლებიც უკავშირდებოდა კირბალის, მერეთის თემას და ასე შემდეგ. პროვოკაციების საბოლოო შედეგია ის, რომ აგრესორებმა მოკლეს ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ძალიან მკაცრად მოვუწოდებ „ნაცმოძრაობას“, პროვოკაციისგან თავი შეიკავონ. გახსოვთ პროვოკაციები, რომლებიც უკავშირდებოდა კირბალის, მერეთის თემას და ასე შემდეგ. პროვოკაციების საბოლოო შედეგია ის, რომ აგრესორებმა მოკლეს ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე. თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ეს არის მინი მოდელი იმისა, რაც მათ დიდ მასშტაბში სურთ. მათ სურთ უფრო მსხვილი პროვოკაციებით მივიდეთ მეორე ფრონტამდე და რაც მოხდა კირბალში, საბოლოო ჯამში, ეს არის მინიმოდელი. ერთი პროვოკაცია, მეორე, მესამე – კაცი დაიღუპა, აგრესორებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.