კონგრესში უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს უკვე გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება. და ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება", - თქვა სალივანმა.
მისი თქმით, აშშ-ს კონგრესმა უნდა მიიღოს პრეზიდენტ ბაიდენის მოთხოვნა, რომელიც მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას, რაც შეიძლება მალე, რადგან ეს პირდაპირ აისახება აშშ-ს ეროვნულ ინტერესებზე.
ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს ისრაელის, უკრაინის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა. ამ მოთხოვნაში თეთრმა სახლმა დეტალურად აღწერა „რაც შეიძლება სწრაფად რა არის საჭირო კონკრეტულად უკრაინისთვის, მთავრობა აქტიურად მუშაობს რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში, რათა უზრუნველყოს ამ ინიციატივის მხარდაჭერა.
მისი თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები სერიოზულ ზიანს მიირებს, თუ ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ისრაელის, უკრაინის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და საზღვრის სტაბილურ დაფინანსებას“, - განაცხადა სალივანმა.
ჯო ბაიდენი ცდილობს დაარწმუნოს აშშ-ის კონგრესი, მხარი დაუჭიროს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას და დაამტკიცოს 106 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც შეიცავს 61 მილიარდ დოლარზე მეტ დაფინანსებას უკრაინისთვის.
მაგრამ წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი მაიკ ჯონსონი ამტკიცებს, რომ უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტები უნდა გაიმიჯნოს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 3 ნოემბერს ისრაელისთვის 14,5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამ დოკუმენტს ეწინააღმდეგება დემოკრატიული პარტია, რომელიც აკონტროლებს სენატს, ის დაჟინებით მოითხოვს უფრო ფართო ფინანსური პაკეტის დამტკიცებას, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას როგორც ისრაელისთვის, ასევე უკრაინისა და სხვა მოკავშირეებისთვის.