რომის პაპი ფრანცისკე ისრაელსა და „ჰამასს“ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ვატიკანში საკვირაო წირვის დროს, რომის პამა ასევე განაცხაად, რომ აუცილებელია ღაზაში დაჭრილების დახმარება და ალყაში მოქცეულ ანკლავში მეტი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა.
„მე ყველას გვერდით ვარ, ვინც იტანჯება, როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების. მე მათ ამ ბნელ მომენტში ვიხუტებ და მათთვის ბევრს ვლოცულობ. იარაღი უნდა გაჩერდეს, ის არასდროს მოიტანს მშვიდობას, კონფლიქტი აღარ უნდა გაფართოვდეს. კმარა, ძმებო, კმარა, საკმარისია! ყოველი ადამიანი, ქრისტიანი, იუდეველი, მუსლიმი თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, ყოველი ადამიანი წმინდაა, ფასეულია ღმერთის თვალში და აქვს უფლება იცხოვროს მშვიდად. მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცულები და მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უნდა მიეწოდოს დატანჯულ მოსახლეობას. მძევლები, რომელთა შორის ბევრი ხანდაზმული და ბავშვია, უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა პონტიფიკოსმა.