პოლიტიკურ დისკუსიებში პატრიარქის სახელის შემოტანა არის ფარისევლობა და ქრისტიანული ტრადიციებისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია: „ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია, ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“.
მანჯგალაძის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაწილში შესაძლებელია, პატრიარქი არ ფლობდეს სრულფასოვან ინფორმაცია.
„ჩემთვის ქრისტიანობა და ქრისტე არის ჭეშმარიტება. საქართველოს ეკლესიას უდიდეს პატივს ვცემ, პატრიარქსაც მათ შორის, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია, გვქონდეს განსხვავებული პოზიცია და საკუთარი აზრის ქონა ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია დანაშაულად. როგორც უნდა გაყიდოს ხელისუფლებამ და უფრო მეტიც, ფარისევლობა მგონია, პატრიარქის სახელს ამოფარება. პოლიტიკურ დისკუსიებში პატრიარქის სახელის შემოტანა არის ფარისევლობა და ქრისტიანული ტრადიციებისთვის მიუღებელი. რეკომენდაციების შესრულების ნაწილში შესაძლებელია, პატრიარქი არ ფლობდეს სრულფასოვან ინფორმაციას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.