გიდასტურებთ დასკვნებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილებისთანავე, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.
„გიდასტურებთ დასკვნებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მოხარული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.