ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ტაქტიკური, ლოკალური პაუზები მოქმედებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით.
თავდაცვის ძალების ცნობით, ეს ტატქიკური პაუზები დროისა და ტერიტორიების მიხედვით შეზღუდულია.
არც განცახდებაში და არც სხვა მედიაში არ არის მითითებული ამ პაუზების დრო და ადგილი. ამავდროულად, ცნობილია, რომ ისრაელის სამხედროები აგზავნიან ტექსტურ შეტყობინებებს ღაზის მოსახლეობაში და ავრცელებენ ბუკლეტებს გარკვეულ რაიონებში, ზოგჯერ კი ცალკეულ პირებს ტელეფონით ურეკავენ.
BBC-ის ცნობით, 8 ნოემბერს ისრაელელმა სამხედროებმა გამოაცხადეს პირველი ოთხსაათიანი ჰუმანიტარული პაუზა ქალაქ ღაზის სამ ცენტრალურ უბანში.