"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, კირბალთან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკველობას ეხმიანება და ცხადებს, რომ მომხდარი წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელიუფლებამ მისცა რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საშუალება.
„დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა. სწორედ ეგ არის დანაშაული, რომ რუსეთს მიეცი საშუალება ოკუპაციის, რომ რუსეთს გაუვლე ხაზი საოკუპაციო, რომ ადამიანები დატოვე იმ ზონაში, სადაც იცოდი, რომ დახოცავდნენ და დაახოცინე ადამიანები. ეს არის დანაშაული. ერთმანეთს არ ვადარებ, ეგ ერთი ტანის ორი ხელია, მარჯვენა და მარცხენა, - თქვა გია ვოლსკიმ.